გაკვეთილის გეგმა

გაკვეთილის მთავარი თემა
კახეთი
სწავლების საფეხური
დაწყებითი  საფეხური ,კლასი
მოსწავლეთა პროფილი
მოსწავლე-28
სსსმ  მოსწავლე-4

გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
 .მოსწავლეს შეუძლია გამოიყენოს და შექმნას ინფორმაციის გადმოცემის სხვადასხვა  საშუალება (ცხრილი, გრაფიკი, ფოტო, სქემა, ჩანახატი).


გაკვეთილის მიზნები და შედეგები


1.მოსწავლეს შეუძლია  დააკავშირკუთხის გეოგრაფიულ ობიექტებ დასახლებების ტიპებთან.
2. მოსწავლეს შეუძლია  დაახასიათოს მხარის კულტურული ძეგლები და იმსჯელოს მათ მნიშვნელობაზე.
3. მოსწავლეს შეუძლია  აღწეროს საქართველოს მოსახლეობის კულტურათა მსგავსება-განსხვავებების გამოვლინებები.
წინასწარი ცოდნა
1 იყენებს პოლიტიკურ რუკას/ატლასს და ამოიცნობს საქართველოს მხარეებსა და  სამხარეო ცენტრებს;
2.არჩევს და იყენებს საჭირო ინფორმაციას თემატური რუკებიდან.


შეფასების საგანი და პროცედურები
მოსწავლეები  შეფასდებიან  წინასწარ შემუშავებული  შეფასების  რუბრიკის  საშუალებით(საკლასო, ჯგუფური,პრეზენტაცია)
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
წიგნი; რვეული; კალამი; ცარცი; დაფა; საქართველოს  რუკა
გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო მენეჯმენტი
საორგანიზაციო  საკითხი( 2 წთ)
A ფაზა
მასწავლებელი  იწყებს თხოვნით,დაასახელონ ილია ჭავჭავაძისა და ნიკო ფიროსმანის მშობლიური კუთხე(3წთ).https://drive.google.com/open?id=0B9-hAh64-HCtRGR5aTFZcHNsOFU
B ფაზა
გონებრივი იერიშის გამოყენების შემდეგ რუკის დახმარებით წერილობით ასრულებენ 1-ლ ბულიტიან სავარჯიშოს(6წთ.)

C ფაზა
პრეზენტაციის შემდეგ(5წთ).ინდივიდუალურად ეცნობიან  ქვეთავს“მდენარეობა“წყარო ა-ს (6წთ),1-სავარჯიშოს (7წთ) ასრულებენ წერილობით პრეზენტაციის(7წთ) შემდეგ ინდივიდუალურად განიხილავენ ქვეთავს“მოსახლეობა“ და წყარო ბ-ს (7 წთ)

საშინაო  დავალება-რის გაგება გსურთ კახეთის შესახებ?(2 წთ)


Комментариев нет:

Отправить комментарий