1. პროექტის სახელწოდება:
" სამცაცხვი"-დრო სუნთქვასავით გარდასული (წარსულის აჩრდილები)
2. პროექტის მთავარი იდეა :
იკვლევენ, ეცნობიან წალენჯიხის ისტორიას, მის ცნობილ თუ უცნობ ეპიზოდებს
3. პროექტის აქტუალობა:
პროექტი აქტუალურია იმით, რომ "სამცაცხვი" ქალაქისთვის მნიშვნელოვან ადგილას, ფერიცვალების სახელობის ეკლესიის მახლობლად მდებარეობს.ამჟამად მოუვლელი, დაბინძურებულია.მისი დასუფთავებით თავიდან აიცილებს ქალაქის მოსახლეობა ეკოლოგიურ კატასტროფას და კიდევ ერთი ღირსშესანიშნაობა შეემატება წალენჯიხას.
4. პროექტის მიზნები:
მოიძიოს დამატებითი სახსრები ტერიტორიის დასასუფთავებლად, დაარწმუნოს თვითმართველობა პროექტის აქტუალობაში, გამოიყოს თანხები, რათა "სამცაცხვი" პატარა დასასვენებელ სკვერად იქცეს.
5. მონაწილეთა ასაკი:
12-17 წელი
6. ვადები/ხანგრძლივობა:
ორი თვე
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:
ჯგუფური მუშაობის უნარ- ჩვევების ჩამოყალიბება, პასუხისმგებლობის გრძნობის ამაღლება, ისტორიული ფასეულობების შენარჩუნებაზე, ეკოლოგიურ გარემოზე ზრუნვა. თემთან, ადგილობრივ ხელისუფლებასთან ურთიერთობა, კონფერენციები (შეხვედრები, ფოტოალბომი, სლაიდ-შოუები).

8. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:
ტრანსპორტი, სამეურნეო იარაღები, ფოტოაპარტი, საკონფერენციო დარბაზი, კომპიუტერი, სკვერის სკამები.
9. პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):
სამუშაო ჯგუფის ჩამოყალიბება, სამუშაოს განაწილება
პირველი ჯგუფი-ინფორმაციის მოძიება,ფოტოების გადაღება.
მეორე ჯგუფი- თვითმართველობასთან, ეკლესიის წარმომადგენლებთან შეხვედრა
პროექტის მონაწილეები-ადგილზე გასვლა, ტერიტორიის დსუფთავება.
მესამე ჯგუფი-საკონფერენციო დარბაზის თემის , სლაიდ- შოუების მომზადება. ყოველი კვირის ბოლოს შეხვედრები, გაწეული მუშაობის შეჯამება-შეფასება, შიდა სასკოლო და რაიონული პრეზენტაციისთვის მზადება, დასუფთავებული, გალამაზებული სკვერის საზეიმოდ გახსნა.
10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფეფთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
სხვადსახვა ასაკობრივი ჯგუფების გაყვანა და ინტეგრირებული გაკვეთილების ჩატარება (საბუნებისმეტყველო მეცნიერებების გაკვეთილი -უნიკალური, უძველესი ხეები შემოგვინახა "სამცაცხვმა", მისი კვლევა საინტერესო იქნება; ხელოვნების გაკვეთილი-ულამაზესი პეიზაჟი იშლება,რომელსაც ბავშვები სიამოვნებით დახატავენ; ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილი-ფერიცვალების ეკლესია და ულამაზესი ბუნება მოსწავლეს შეაძლებინებს ესე და ჩანახატი დაწეროს.)
11. პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი):ნესტან ვეკუა
12. ხელმძღვანელის ელ. ფოსტა:nestan1969@gmail.com
13. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:nestaniwalenjixeli.blogspot.com

Комментариев нет:
Отправить комментарий